Sunday, December 3, 2017

სურამი

სურამი- ეს სიტყვა მარტივად ჟღერს, მაგრამ ერთი სიტყვის უკან დიდი სითბო და სიყვარული დგას . მისი სახელი დიდ სიყვარულთან  ასოცირდება , ქალ-ვაჟის სუ და რამის ისტორიასთან , რომლებმაც გადაიტანეს ყოველგვარი გასაჭირი და საბოოლოოდ შეძლეს ერთად ყოფნა . თითქოს სურამი "დედამიწის თვალი და დიდი სამოთხის პატარა კუთხეა ", რომლის შესახებ ბევრმა არ იცის .ეს არის  ჯადოსნური ადილი ბევრი, ბევრი  ხით გარშემორტყმული. კოპწია სურამს ყველა სეზონის კაბა უხდება : თბილი , ფერადი სურნელოვანი გაზაფხულის , ცხელი , მხურვალე , მხიარული ზაფხულის , ნისლიანი , ყვითელი შემოდგომის და თეთრი , ულამაზესი ზამთრის , მაგრამ რა იქნებოდა სურამი სურამლების გარეშე , ადამინები , რომლებიც  მას უფრო ალამაზებენ და თავისებურ ეშხს აძლევენ . ყველას სურამისკენ მიუწევს გული , რადგან იციან , რომ იქ დიდი სიყვარული დახვდებათ .
მაგრამ რატომ ხდება ასე, რომ სურამი თავს  გაყვარებს და შემდეგ ძნელია ამ გრძნობიდან თავის დაღწევა ? უკვე 13 წელია რაც სურამში ვცხოვრობ (უფრო სწორად 13 წელი და 4 თვე )სასიამოვნო შერძნებაა , როდესაც მიდიხარ ქუჩაში და ხედავ ნაცნობ ადგილებს    როდესაც ხვდები , რომ სურამის დეტალები  , რომლებიც შეიძლება სხვისთვის ძალიან უმნიშვნელოა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს .განსაკუთრებით მიყვარს ზამთარი სურამში . ზამთარში მალე ბინდდება , როგორც მონადირე ეპარება მსხვერპლს ,ისე ეპარება ბინდი ზამთრის საღამოს . ძალიან ლამაზია სურამში ზამთრის საღამო , როდესაც მოყინულ გზაზე ცურაობ , ამ დროს თოვს , ქუჩაში გამვლელლ-გამომვლელი იშვიათად გხვდება ,  სიჩუმეს სიცილი არღვევს , რადგან შენმა დამ რამე სასაცილო თქვა  ან ყვირილი კაცისა , რომელსაც მანქანა თოვლში ჩაუვარდა და ვეღარ ამოჰყავს , სასოწარკვეთილი ყმული ძაღლისა , რომელსაც რამდენიმე წუთში სხვა ძაღლებიც აჰყვებიან .ულამაზესია , როდესაც გადაჰყურებ  თოვლში ჩამალულ პატარა დასახლებას,   სახლების საკვამურიდან კვამლი ამოდის, ზოგ სახლში იცინიან , ზოგგან ტირიან , ზოგი მარტოა , ზოგი კი ოჯახთან ერთად.  ეს კი ზამთარში გაყინულ გულს გითბობს . გახალისებს ზაფხული  , როდესაც აქ ხალხი ჩამოდის . ამ დროს სურამის ქუჩები ძალიან ხმაურიანი ხდება . გინდება იდგე შორს და უყურო ბედნიერ ხალხს და ხმაურიან სურამს ,დახუჭო თვალები , რადან გინდა ეს წამი დიდხანს გაგრძელდეს .
ნუთუ შესაძლებელია ყოველივე ამის შემდეგ არ გიყვარდეს სურამი ? ადგილი , რომელიც ყველა ადამიანს უღებს თავის ჯადოსნურ კარს და აგრძნობინებს ცხოვრების დინამიკას , ჩემი სურამი ყველაზე თბილი და ტკბილია .

Add caption

No comments:

Post a Comment